ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს გამოწერების ფუნქციონალი დაემატა (რ)

დღეს მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მეტი სერვისი გადადის ციფრულ სივრცეში - ტაქსის აპლიკაციებიდან დაწყებული, ონლაინ შოპინგითა და საკვების მიტანის სერვისებით დამთავრებული. ამიტომ ხშირად რთულია იმის გახსენება, კონკრეტულად სად გვაქვს საბანკო ბარათი დამატებული ან რომელ სერვისზე ვიხდით თანხას რეგულარულად.
ამ გამოცდილების გასამარტივებლად, პირველად საქართველოში, Visa-სთან თანამშრომლობით, თიბისიმ მობაილბანკში ე.წ Subscription-ების შემოწმების ახალი ფუნქციონალი - "გამოწერები“- დანერგა.
ფუნქციონალი ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმშია და მისით სარგებლობა თიბისი კონცეპტისა და Wealth Management-ის იმ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებიც გამოწერებისა და ონლაინ გადახდებისთვის თიბისის ნებისმიერ Visa ბარათს იყენებენ.
გამოწერების სანახავად, ეწვიეთ მობაილბანკს, აირჩიეთ თქვენი თიბისი Visa ბარათი და გადადით "გამოწერების“ ბანერზე.
გამოწერების ფუნქციონალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თიბისი Visa ბარათით განხორციელებული განმეორებადი გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ - მარტივად აღმოაჩინონ გამოწერები და ონლაინ პლატფორმებზე დამახსოვრებული ბარათები, რომლებსაც შესაძლოა, აღარ იყენებდნენ.
თიბისი Visa ბარათის მომხმარებლები შესაძლოა რეგულარულად იხდიდნენ ისეთი ონლაინ პლატფორმების, მაღაზიებისა და სერვისების საფასურს, როგორიცაა Netflix, Amazon Prime და სხვა. მათ შორისაა ყოველთვიური და ყოველწლიური გამოწერები და სხვა განმეორებადი გადახდები.
ფუნქციონალის შესახებ დეტალებს გაეცანით  ბმულზე.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.