ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქართველოში მეორადი ავტომობილების გაძვირების ფონზე ჩინურ მოდელებზე მოთხოვნა იზრდება“

ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა ქართულ ბაზარზე იზრდება, - ამის შესახებ Carmark-ის დირექტორი საუბრობს. ირაკლი კუხიანიძის განცხადებით, ზაფხულიდან კომპანიის პლატფორმაზე შემოსული პოტენციური კლიენტების დაახლოებით 70% ჩინური ავტომობილების მოდელებით ინტერესდება.„აქამდე ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა ასეთი არ იყო. ზაფხულის პერიოდიდან შემოსული ლიდების 70% ჩინური ავტომობილების მოდელებზე მოდის“, - აცხადებს კუხიანიძე.მისი თქმით, მეორადი ავტომობილების საქართველოში შემოყვანის გაძვირების გამო, მომხმარებლებისთვის იმავე ბიუჯეტში ახალი ჩინური ავტომობილის შეძენა სულ უფრო მიმზიდველი ალტერნატივა ხდება. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ჰიბრიდულ და ელექტრომობილებზეა, შიდაწვის ძრავიანი მოდელები კი შედარებით ნაკლებად მოთხოვნადია.„კანონი ძველი ავტომობილის შემოყვანას აძვირებს და იმავე ბიუჯეტში, რითაც ძველი მანქანა უნდა შემოეყვანათ, ახლა ახალი ჩინური ავტომობილის ყიდვა შეუძლიათ. თანდათან ჩნდება სერვისებიც და ნაწილებიც შემოდის“, - აღნიშნავს კუხიანიძე.„ბიზნესმა აქცენტი ჩინეთის მიმართულებაზე უნდა გადაიტანოს და ამის ხარჯზე დაიბალანსოს“, - დასძენს Carmark-ის დირექტორი.წყარო: „ბიზნესპარტნიორი“

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.