არქივი8 სექტემბერი, 2026, 01:30
საქართველოს ნაკრების მცველი რუმინულ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრების 25 წლის ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი ქალაქ კლუჟის ჩფრ-ს ფეხბურთელი გახდა.
გელაშვილი ადრე ბათუმის "დინამოში", "სიონში", "საბურთალოში", "სპეციაში" და "პანსერაიკოსში" თამაშობდა, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ეროვნულ გუნდში კი 5 მატჩი აქვს ჩატარებული.
ჩფრ 8 ტურის შემდეგ რუმინეთის ჩემპიონატში 10 ქულით მეათე ადგილზეა (1 შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული) და 12 სექტემბერს სტუმრად "შეპშის" დაუპირისპირდება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.