საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა განახლდა

საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა განახლდა. შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს და თურქეთის კულტურის მინისტრებმა მოაწერეს.
ოფიციალური განმარტებით, ეს არის გაგრძელება იგივე პროგრამისა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებდა და რომლის ვადაც 2021 წელს ამოიწურა. პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებს შორის თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების სფეროებში – ლიტერატურის, თეატრის, კინოს, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, სამუზეუმო, საგამომცემლო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.
წინა შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში, თურქულმა მხარემ 4 მილიონ დოლარზე მეტი საბიუჯეტო თანხა გამოყო, რის შედეგადაც მათი მხრიდან აღდგა იშხანი, გამაგრდა ოშკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარხალს. დაწყებულია პროცედურები ტბეთის მოვლა-შენარჩუნების მიზნით.
„შეხვედრისას ითქვა, რომ ახალი განახლებული პროგრამა, რომელიც იმავე დებულებებს შეიცავს, რაც წინა პროგრამაში იყო, მოგცემს ახალი ეტაპის შესაძლებლობებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში ერთობლივად ვიზრუნოთ,“ – აცხადებს კულტურისა და სპორტის მინისტრი .

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ