ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საუდის არაბეთის სამეფომ წელს 94-ე ეროვნული დღე აღნიშნა

საუდის არაბეთის სამეფომ წელს 94-ე ეროვნული დღე აღნიშნა

საუდის არაბეთის სამეფომ წელს 94-ე ეროვნული დღე აღნიშნა, რომელიც უკავშირდება 1932 წლის 23 სექტემბერს, მეფე აბდულ აზიზ ბინ აბდულ რაჰმან ალ-საუდის მიერ სამეფოს გაერთიანების დღეს. წლევანდელი ეროვნული დღის სლოგანი იყო: „ვოცნებობთ და ვაღწევთ“.
სამეფოს 94-ე ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს ორგანიზებით, 23 სექტემბერს გაიმართა მიღება, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით გახსნა მისმა აღმატებულება ელჩმა, სალმან ალ-ალშეიხმა, ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე ხვთისიაშვილი. შესრულდება ორი ქვეყნის ჰიმნი, მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა საუდის არაბეთის სხვადასხვა პროექტი და კულტურული ელემენტები, მათ შორის არაბული კალიგრაფია, საუდური მუსიკა უდზე შესრულებით და საუდური სამზარეულო.
აღნიშნულ მიღებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩო 2018 წელს გაიხსნა და სამეფოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით მიღებას ყოველ წელს მართავს.
(R)

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.