არქივი12 თებერვალი, 2024, 10:38
სარფში 5 კგ-მდე არადეკლარირებული ვერცხლი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინეს.
უწყების ცნობით, კანონდამრღვევი საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა.
ეს მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100%-ის ოდენობით ან საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.