“საოცრება ხდება ჩემ თავს… 5 800 პედაგოგზე მეტია უკვე, რომლებმაც 1.50 ლარი ჩარიცხა” – ლადო აფხაზავას 5000 ლარიანი ჯარიმის თანხა შეუგროვეს

11:45 / 12-02-2025
“საოცრება ხდება ჩემ თავს… 5 800 პედაგოგზე მეტია უკვე, რომლებმაც 1.50 ლარი ჩარიცხა” – ლადო აფხაზავას 5000 ლარიანი ჯარიმის თანხა შეუგროვეს
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას მასწავლებლებმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 5000 ლარიანი ჯარიმის თანხა შეუგროვეს. ამის შესახებ აფხაზავამ “ბათუმელებს” განუცხადა.
“საოცრება ხდება ჩემ თავს. არ ვიცი საიდან ამხელა სოლიდარობა, ძლივს შევძელი და მარტო დავითვალე რამდენი ლარნახევარი იყო ჩარიცხული, რადგან ვიცოდი, რომ ვინც ლარნახევარს ჩარიცხავდა, ყველა პედაგოგი იქნებოდა.
5 800 პედაგოგზე მეტია უკვე, რომლებმაც 1.50 ლარი ჩარიცხა. ამის გარდა, კიდევ, მეცხრეკლასელებისთვის რაღაც ტკბილეული ვიყიდე და რომ ვნახე, ამის შემდეგ, კიდეც ათი ტრანზაქცია იყო გაკეთებული” – თქვა აფხაზავამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.