საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, მის მოადგილეებთან ერთად, 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და წარმატებით შესრულებისთვის უწყების თანამშრომლებს ვადამდელი წოდებები მიანიჭა და მადლობის სიგელები გადასცა.
სოსო რამიშვილმა აღნიშნა, რომ საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების და აღკვეთის პროცესში საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა უაღრესად მნიშვნელოვანია. უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ 2025 წელს საგამოძიებო უწყება, კვლავაც ეფექტიანად განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
შეხვედრის დასასრულს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს გაწეული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ