ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საამიროებში, მგზავრებს მალე მფრინავი ტაქსი მოემსახურება

საამიროებში, მგზავრებს მალე მფრინავი ტაქსი მოემსახურება

არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქ აბუ-დაბიში მალე მფრინავი ტაქსის სერვისი ამოქმედდება. შეთანხმება კალიფორნიულ კომპანია Archer Aviation-თან უკვე გაფორმებულია.
გარიგების თანახმად, კომპანია „არქერი“ eVTOL-ის ტიპის საფრენ აპარატებს თავად საამიროების დედაქალაქში აწარმოებს. მფრინავი ტაქსი ოთხ ადამიანზე იქნება გათვლილი და ქალაქში განთავსებულ სპეციალურ კვანძურ სადგურებს შორის იმოძრავებს. სერვისი მგზავრობის დროს 80%-ით შეამცირებს.
როგორც კომპანია Archer-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მფრინავი ტაქსი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება, გარდა ამისა, იგი ქალაქის ცენტრში ხმაურს მნიშვნელოვნად შეამცირებს. Archer's Midnight Evtol-ს სიჩქარე საათში 240 კმ-ია.
მფრინავი ტაქსების კონცეფცია პოპულარული Uber-ის მიერ 2016 წელს, Elevate პრეზენტაციის დროს გახდა.
მას შემდეგ, eVTOL სექტორში 300-ზე მეტი სტარტაპი შეიქმნა, რომლებმაც ჯამში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის დაფინანსება მოიპოვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.