არქივი1 ივნისი, 2024, 15:24
რუსთავში, კორპუსიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა
რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
“ხმაური გავიგონე, გადმოვიხედე და გოგო ეგდო დაბლა“, – ამბობს კორპუსის მცხოვრები.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.