არქივი25 აპრილი, 2024, 13:10
რუსეთში კასპაროვის დაკავების ორდერი გასცეს
ცნობილ რუს მოჭადრაკეს და კრემლის კრიტიკოსს გარი კასპაროვს რუსეთში პატიმრობა ემუქრება. დაკავების ორდერი კომის ოლქის სასამართლომ 24 აპრილს გამოსცა. კასპაროვს ბრალად „ტერორისტული“ ჯგუფის შექმნა და მისი ხელმძღვანელობა ედება.
მანამდე, გარი კასპაროვი კრემლმა ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. უფლებადამცველების შეფასებით, კრემლი ამ სიას კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის იყენებს.
კასპაროვთან ერთად, დაკავების ორდერო ასევე გაიცა ემიგრაციაში მყოფი სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგაც. მათი დაკავების ორდერი სიქტივკარის საქალაქო სასამართლომ გამოსცა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.