არქივი4 აგვისტო, 2024, 20:22
რუსეთის ციხეში შიმშილობის შემდეგ დაიღუპა ომის მოწინააღმდეგე პიანისტი
რუსეთში, ქალაქ ბირობიჯანის საპატიმრო იზოლატორში გარდაიცვალა პაველ კუშნერი, პიანისტი, რომელიც უკრაინაში მოსკოვის შეჭრას აპროტესტებდა.
მუსიკოსი რუსმა სამართალდამცველებმა მაისში დააკავეს. ის მშრალად შიმშილობდა პროტესტის ნიშნად.
დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალებების ცნობით, კუშნერი მართავდა არხს youtube-ზე სახელად “უცხოეთის აგენტი მალდერი” (“Иноагент Малдер“), სადაც პოეტური ფორმებით აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებასა და სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
არხს სულ 5 გამომწერი ჰყავდა.
პიანისტი ბირობიჯანის კონსერვატორიაში მუშაობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.