არქივი7 ივნისი, 2024, 07:50
რუსებმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტიეს
რუსული ძალები კიევს რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს, რეგიონში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მტერი მთელი ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით უტევდა ტერიტორიას. განგაში ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა", - განაცხადა კრავჩენკომ.
მისი თქმით, ავიაიერიშის შედეგად ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.