ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
კერძოდ, ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის - Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.
ფილმის რესტავრირებული ვერსია 2023 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.