ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რონალდომ სანაკრებო კარიერა სკანდალურად დაასრულა – მისმა დამ პორტუგალიელებს უვიცები უწოდა

მას შემდეგ, რაც ერთა ლიგაზე ნორვეგიასთან არ ათამაშეს, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა რონალდომ კოპენჰაგენის „პარკენის“ სტადიონი დატოვა, სადაც დღეს დანიას დაუპირისპირდებიან.
A Bola-ს ცნობით, მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა კრიშტიანოს უთხრა, რომ შეიძლებოდა დანიასთან შეხვედრაშიც არ მიეღო მონაწილეობა. 41 წლის რონალდომ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის დატოვება გადაწყვიტა, რომელსაც სრულად მიუძღვნა საკუთარი თავი და ამის მიზეზებზე პორტუგალიელებს თავის დროზე სიმართლეს მოუყვება.
O Jogo-ს მტკიცებით, რონალდო ნაკრებში აღარ იასპარეზებს, რომლის რიგებში 234 მატჩში 146 გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კაპიტანმა გუნდი დატოვა და დანარჩენი 24 გამოძახებული ფეხბურთელი გრაფიკის მიხედვით აგრძელებს სრული კონცენტრაციით მატჩისთვის მომზადებას.
რონალდოს დამ, ელმა ავეირუმ თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: „CR7 მეტ პატივისცემას იმსახურებდა. ნაკრებს მეტი ორგანიზებულობა მართებდა. ასევე პორტუგალიურ ჟურნალისტიკას მეტი კომპეტენტურობა და ნაკლები სპეკულაციები სჭირდებოდა.
რაც შეეხება პორტუგალიელებს… ისინი უკეთესს არაფერში იმსახურებენ. ჩვენ შურიანი, უპატივცემულო, უვიცი ხალხი ვართ და ვიმსახურებთ იმ საშუალო დონეზე დაბრუნებას, რომელიც ფეხბურთში CR7-ის ეპოქამდე ყოველთვის იყო.
მადლობა ყველაფრისათვის, CR7-ო! შენ მეტს იმსახურებდი!”

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.