არქივი3 ივნისი, 2024, 10:43
რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქცია-მარათონზე 250 000 ლარი შეგროვდა
პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საქველმოქმედო აქცია-კონცერტიზე -„მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ 250 000 ლარი შეგროვდა, - ამის შესახებ მარათონის ორგანიზატორები აცხადებენ.
კონცერტის მიზანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარება იყო კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.
აქცია-კონცერტის მიმდინარეობისას მოქალაქეებს QR კოდები დაურიგდათ, მასზე ის ანგარიშის ნომრები იყო დატანილი, სადაც მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა შეეძლოთ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.