ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიაზე - ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო, თუმცა, ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს

ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო არ იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მომხდარ შემთხვევას.
როგორც მან ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანები წლებია ცხოვრობენ და მსგავსი არაფერი ახსოვთ.
„ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო არ იყო, თუმცაღა, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს, მაგრამ აქ ათწლეულები ცხოვრობდა ხალხი და ამდაგვარი არაფერი არ ახსოვთ და ამდაგვარი არაფერი მომხდარა“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
მისივე თქმით, სამუშაოები ადგილზე გაგრძელდება მანამდე, სანამ ყველა პირი ნაპოვნი არ იქნება.
„ვეძებთ 5 დაკარგულს, 4 გარდაცვლილია, ვიდრე სამუშაოები საჭირო იქნება და ვიდრე ნაპოვნი არ იქნება და ეს ტერიტორია უსაფრთხო არ იქნება, ტექნიკა ბოლომდე იმუშავებს“, - აღნიშნა ბეგიაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.