ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჟიგიმანტას პავილიონისი დავით ქაცარავას შეხვდა

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერ დავით ქაცარავას შეხვდა. ამის შესახებ პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემთვის დიდი პატივია ქართველ გმირსა და "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერთან, დავით ქაცარავასთან შეხვედრა. ის 2022 წელს რუსი დამპყრობლებისგან უკრაინაში ჰოსტომელის აეროპორტს იცავდა. 2024 წელს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამო „ქართული კოშმარის“ სპეცრაზმმა სასტიკად სცემა“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.