პუტინი ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრებ უკრაინელებს ქვეყნის დატოვებას ან „სტატუსის დარეგულრებას” ავალდებულებს

პუტინი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისგან მოითხოვს, 2025 წლის 10 სექტემბრამდე ან ნებაყოფლობით დატოვონ ეს ტერიტორიები, ან „დაარეგულირონ თავიანთი სამართლებრივი სტატუსი”.

წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დეპორტაცია ელოდებათ.

ვლადიმირ პუტინმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა.

საქმე ეხება დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

დოკუმენტის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეებმა, ან მოქალაქეობის არ მქონე პირებმა, რომლებიც უკრაინის რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს ან ხერსონის რეგიონებში, 10 ივნისამდე უნდა გაიარონ სამედიცინო, სხვათა შორის, ნარკოტიკების მოხმარებაზე, ინფექციურ დაავადებებზე და აივ-ინფექციებზე შემოწმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია