ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პსჟ სალაჰს იმაზე მეტ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე "ლივერპული" - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?

პსჟ სალაჰს იმაზე მეტ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე "ლივერპული" - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?

"ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი ფანტასტიურ სეზონს ატარებს, ეგვიპტელს "მერსისაიდელთა" რიგებში ჩატარებულ 26 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი, თანაგუნდელებს კი 17-ჯერ გაატანინა.
გამოცდილ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს "სქაუზერებთან" კონტრაქტი ეწურება და მხარეები ჯერჯერობით ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე, შეთანხმებისგან შორს არიან.
ფრანგი ჟურნალისტის, რომაინ კოლეს ცნობით, სალაჰს "ლივერპული" 2 წლიან კონტრაქტს, ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 400 000 ევროს, პსჟ კი 3 წლიან ხელშეკრულებას და 500 000 ევროს სთავაზობს.
ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს ეგვიპტელი შემტევი, შეგახსენებთ სალაჰი "ლივერპულის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.