არქივი20 მაისი, 2024, 11:40
„პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩვენს გაოცებას განაგრძობს” – კარასინი ზურაბიშვილზე
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის ნაბიჯებით უკმაყოფილოა:
„პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩვენს გაოცებას განაგრძობს. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პრეზიდენტ მაკრონის მივწევა საერთაშორისო პრაქტიკას სრულად შეესაბამება, თუმცა მაშინ რაღა საჭიროა, ქალბატონო პრეზიდენტო, იმის ხმამაღლა გაჟღერება, რომ ვიზიტი მიზნად “კავკასიის საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენისგან გათავისუფლებას“ ისახავს? სააკაშვილის სტანდარტების მანიაკალური გაგრძელებაა, ეს კი უკვე დიაგნოზს ჰგავს,“ – წერს კარასინი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.