პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ პუტინს ქედს არ მოუხრიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სა და ნატოს შესახებ განცხადების გამო გააკრიტიკა ექსპრეზიდენტი , ისე, რომ მისი გვარი არ უხსენებია.
სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვისას, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აღმაშფოთებელი, სახიფათო და მიუღებელია, როცა წინამორბედი რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი პუტინს ეუბნება, რომ შეუძლია გააკეთოს, რასაც მოისურვებს.
-ის პრეზიდენტი გულისხმობდა დონალდ ტრამპის მიერ 24 თებერვალს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამხრეთ კაროლინაში გამართულ შეხვედრაზე ნათქვამს, რომ წაახალისებდა რუსეთს, დაარტყას ამერიკის რომელიმე ნატოელ მოკავშირეს, რომელიც ალიანსისადმი არსებულ ფინანსურ ვალდებულებას არ ასრულებს.
„მინდა პუტინს ერთი მარტივი რამ ვუთხრა, ჩვენ არ მივატოვებთ მოკავშირეებს. ჩვენ ქედს არ მოვუხრით! მე ქედს არ მოვუხრი!“ – განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 7 მარტს კონგრესში გამოსვლისას.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი უნდა შეაჩერონ და თუ ს გვერდით არ დაუდგებიან, საფრთხეში აღმოჩნდება მთელი ევროპაც და მსოფლიოც. უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ბაიდენის სიტყვებს ფეხზე ამდგარი უკრავდნენ ტაშს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის არა მხოლოდ დემოკრატი წევრები, არამედ რესპუბლიკელების ნაწილიც.
კონგრესში რესპუბლიკელების, ძირითადად ტრამპის აქტიური მხარდამჭერების წინააღმდეგობის გამო, აშშ ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხის გამოყოფას.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
დემოკრატი პრეზიდენტი რამდენიმე თვეა ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არა მხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის. 2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების პრეზიდენტობის კანდიდატები, დიდი ალბათობით, კვლავ ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი იქნებიან.
· მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
· 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.