პოლონეთში ჰაკერული ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც რუსეთის დავალებით მოქმედებდა

პოლონეთში გამოააშკარავეს ჰაკერული ქსელი, რომელიც რუსეთის დავალებით მოქმედებდა და რომლის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა იყო. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

ჰაკერული ჯგუფი რუსეთის და ბელარუსის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. ის პოლონეთის სახელმწიფო სტრუქტურებზე და სახელმწიფო კომპანიებზე კიბერშეტევებს ამზადებდა. ამის შესახებ პოლონეთის დიგიტალიზაციის მინისტრმა ქშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კიბერტერორისტებმა სახელმწიფო უწყებების და თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიების საინფორმაციო ქსელებში შეაღწიეს. მათ იქიდან კონკრეტული ინფორმაცია უნდა მოეპარათ და შემდეგ ის შანტაჟისთვის გამოეყენებინათ. კერძოდ, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებზე ამ პირთა მუშაობისკენ იძულება უნდა მომხდარიყო. პოლონელმა მინისტრმა ამ ფაქტს „კიბერომი უწოდა, რომლის მიზანი ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური სფეროების პარალიზება იყო“.

გაშკოვსკის თქმით, ბოლო წლებში პოლონეთის სხვადასხვა დაწესებულებებზე კიბერშეტევების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. ამჟამად სპეცსამსახურები ამ რისკების მინიმიზაციისთვის ყველა აუცილებელ ღონისძიებას ატარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”