პოლონეთმა გააუვნებელყო ბელარუსთან, რუსეთთან დაკავშირებული საბოტაჟის ჯგუფი

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა გააუვნებელყვეს საბოტაჟის ოპერაცია, რომელიც პოლონეთის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად და რომლის ორგანიზატორებიც და ბელარუსი იყვნენ – აცხადებს ვიცე-პრემიერი, კშიშტოფ გაუკოვსკი 9 სექტემბერს.
ვარშავა მოსკოვს სისტემატიურად სდებს ბრალს პოლონეთის დესტაბილიზაციის მცდელობებში, იმ როლის გამო, რომელსაც პოლონეთი ასრულებს მეზობელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების პროცესში. ამგვარ ბრალდებებს უარყოფს.
გაუკოვსკის თქმით, საბოტაჟის ჯგუფის წევრებმა, რომლებიც ბელარუსიდან მუშაობდნენ, რუსეთთან თანამშრომლობით, შეაღწიეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ინსტიტუციებში, მათ შორის სახელმწიფო კომპანიებში, რომლებიც სამხედრო კონტრაქტებზე მუშაობენ.
“ბელარუსის და რუსეთის უცხოეთის სამსახურებს… კონკრეტული მიზანი ჰქონდათ – ინფორმაციის მოპოვება, პირების და ინსტიტუციების შანტაჟის ქვეშ მოქცევა და დე-ფაქტო კიბერომის წარმოება” – თქვა გაუკოვსკიმ, რომელიც, ამავდროულად, არის ციფრული საქმეების მინისტრი.
გაუკოვსკის თქმით, კიბერშეტევები გაორმაგდა გასული წლის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა