ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პეტრე ცისკარიშვილი: ივანიშვილს თუ დასჭირდება, ლუკაშენკოსაც გადაასწრებს ავტოკრატიული რეჟიმით

პეტრე ცისკარიშვილი: ივანიშვილს თუ დასჭირდება, ლუკაშენკოსაც გადაასწრებს ავტოკრატიული რეჟიმით

ივანიშვილს თუ დასჭირდება, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ლუკაშენკოსაც გადაასწრებს ავტოკრატიული რეჟიმით, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა “ტვ პირველის“ გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ყველა ადამიანი, მათ შორის “ოცნების“ მომხრეები, ან უბრალოდ, ჯერ კიდევ პოლიტიკურ შეხედულებაში გაურკვეველი ადამიანები, კონსოლიდირდება და გაერთიანდება “ეს რეჟიმი დასრულდება“.

საზოგადოების 80 პროცენტი, პირობითად ვამბობ, თუ გაერთიანდება და ამათ წინააღმდეგ აღდგება, როგორც მინიმუმ პროცესს უგულშემატკივრებს, თუნდაც სოციალური ქსელიდან, ეს რეჟიმი დასრულდება, ეს ვერტიკალი ჩამოეშლებათ, ეს მთავრობა აღარ იქნება და დროებითი მთავრობის პირობებში ჩატარდება არჩევნები. ჩვენ არანაირ ახალ არჩევნებზე არ ვთანხმდებით, ჩვენ ვთანხმდებით ახალი არჩევნები მხოლოდ დროებითი, არაქოცური მთავრობის პირობებში ჩატარდეს, ეს არის გამოსავალი, თორე თუ ბიძინას ატარებინებ კიდევ ერთ არჩევნებს, რა მაზოხიზმია, რა აზრი აქვს ამ პუნქტების ჩამოთვლას, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.