ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“თუ გომელაური და ჩუბინიძეც გაუშვეს, შესაძლოა რუსეთი არჩევანს აკეთებს პერსონალისტური დიქტატურის ჩანაცვლებაზე პარტიული ავტორიტარული რეჟიმით” – დავით ზედელაშვილი

თუ ტრენდი გაგრძელდა და ლილუაშვილთან ერთად გომელაური და ჩუბინიძეც გაუშვეს, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ რუსეთი არჩევანს აკეთებს პერსონალისტური დიქტატურის ჩანაცვლებაზე პარტიული ავტორიტარული რეჟიმით, რომელშიც რუსეთს დაქვემდებარებულ ავტორიტარულ ელიტებს ძალაუფლებას გააზიარებინებს. ეს რეჟიმის გრძელვადიანი სტაბილიზაციის გეგმაა. პარტიული ავტორიტარული რეჟიმი ბევრად უფრო მყარია ვიდრე პერსონალისტური დიქტატურა. ამით ისინი თავიდან აიცილებენ რეჟიმის რყევებს, რომელიც წარმოიქმნებოდა ივანიშვილის მემკვიდრის განსაზღვრის დროს. სამომავლო არასტაბილურობის სივრცეს არ ტოვებენ, ახლავე წყვეტენ მემკვიდრეობის პრობლემის საკითხს. პრობლემას სტრუქტურულად აქრობენ. მომავალში, სწორედ რუსები გადაწყვეტენ მათი მსახური ელიტებიდან ვინ გახდება მმართველი და ვისით ჩანაცვლდება ის.
ჰოდა, ნიკოლაი პლატონოვიჩ, ფსბ-ს მეხუთე დირექტორატში საქართველოს კურატორი ვინაა, გაგვაცანით რა. ჩაჭიდებული აკადემიური საუბარი უნდა გავუმართო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.