პარიზის ოლიმპიადაზე 40-მდე რუსი სპორტსმენი იასპარეზებს
წერს სააგენტო „როიტერი“ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ვიცე-პრეზიდენტ ჯონ კოუტსზე დაყრდნობით.
კოუტსის თქმით, ის არ არის დარწმუნებული ზუსტად რამდენი ნეიტრალური სტატუსის მქონე რუსი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში, მაგრამ ინფორმაცია, რომ მათი რიცხვი დაახლოებით 40 იქნება, შესაძლოა, სიმართლე იყოს.
რუსეთის არმიის მირ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, და იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსი მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება, IOC-მ მხოლოდ ზოგიერთ რუს და ბელარუს სპორტსმენს მისცა ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება და ისიც მკაცრი შეზღუდვების პირობებით.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ამ საკითხის კომენტირებისას IOC-ის ამ გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდა.
2023 წლის მარტში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, რუსეთის და მისი მოკავშირე ბელარუსის სპორტსმენები ასპარეზობას შეძლებენ მხოლოდ ნეიტრალური დროშით და მხოლოდ ინდივივიდუალურ შეჯიბრებებში. ამასთან, ეს სპორტსმენები არ უნდა იყვნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერები და კავშირი არ უნდა ჰქონდეთ რუსეთის და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან. რუსეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ გადაწყვეტილებას მიუღებელი და დისკრიმინაციული უწოდა.
უკრაინა და მსოფლიოს სხვა ათეულობით სახელმწიფოს კოალიცია მოითხოვს, რომ რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობა საერთოდ აუკრძალონ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.