“ოცნების” ყოფილი მინისტრის მწვავე წერილი საპატრიარქოზე, სკანდალურ კანონპროექტსა და საგარეო პოლიტიკაზე

ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბის იმ ნა­წილს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ “დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­წმუ­ნებ­დნენ სა­პატ­რი­არ­ქოს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი არ გუ­ლის­ხმობ­და სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უარ­ყო­ფას”.

ჯა­ნე­ლი­ძის თქმით, ეტყო­ბა, რომ პო­ლი­ტი­კა, და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, არ წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სივ­რცეს.

“მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბას. რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­წმუ­ნებ­დნენ სა­პატ­რი­არ­ქოს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი არ გუ­ლის­ხმობ­და სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უარ­ყო­ფას.

რად­გან მე ვი­ყა­ვი ერთ-ერთი მათ­გა­ნი, მინ­და დღე­საც ვე­ცა­დო და­გარ­წმუ­ნოთ იგი­ვე­ში და პუნ­ქტობ­რი­ვად ვუ­პა­სუ­ხებ თქვენს გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­საც ნამ­დვი­ლად ეტყო­ბა, რომ პო­ლი­ტი­კა, და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, არ წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სივ­რცეს.

1. დიახ, დღეს, მსოფ­ლიო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ევ­რო­პა, დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, რად­გან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ არ იკ­მა­რა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის, აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის, ოკუ­პა­ცია, ყი­რი­მის ანექ­სია და გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნის სრუ­ლი ანექ­სია. ამი­ტომ, რო­დე­საც პირ­ველ პა­რაგ­რაფ­ში თქვენ სა­უბ­რობთ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებ­ზე და შემ­დეგ, ხაზს უს­ვამთ ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რესს ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე, თუ ვინ­მე მას აზი­ა­ნებს და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს, ეს არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი მშობ­ლი­უ­რი მიწა-წყა­ლი, გა­მო­დევ­ნი­ლი ჰყავს მო­სახ­ლე­ო­ბა, ხოლო იქ დარ­ჩე­ნილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, რათა რუ­სუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლა­დო­ბა, კო­რუფ­ცია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, კრი­მი­ნა­ლი, რუ­სე­თის მთავ­რო­ბა­ზე ეკ­ლე­სი­ის სრუ­ლი მორ­ჩი­ლე­ბა გა­ა­ბა­ტო­ნოს. ამის სა­პი­რის­პი­როდ, ევ­რო­კავ­ში­რი და აშშ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის გა­რან­ტო­რე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე და ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყობ­ნი, რაც გა­რან­ტი­აა სწო­რი ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, რო­გორც თქვენ­ვე ახ­სე­ნებთ, წმინ­და ილია მარ­თლის სა­ოც­ნე­ბო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, გან­სამ­ტკი­ცებ­ლად.

– მა­მუ­ლი: დღეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­ბის მიერ, ევ­რო­კავ­ში­რი და ამე­რი­კა იცავს ჩვე­ნი მა­მუ­ლის სა­ზღვრებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით.

– ენა: თუ ვინ­მეს ქარ­თუ­ლი ენის გა­ნად­გუ­რე­ბა სურ­და, ეს იყო ყო­ველ­თვის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია. ევ­რო­კავ­შირ­ში, თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ენა და­ცუ­ლია, 24 ოფი­ცი­ა­ლუ­რი ენაა და სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისიც და­ე­მა­ტე­ბა.

– სარ­წმუ­ნო­ე­ბა: მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ მე­ო­რე ყვე­ლა­ზე დიდ რე­ლი­გი­ურ ჯგუფს ევ­რო­კავ­შირ­ში. გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია ეკ­ლე­სი­ის სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და აღმსა­რებ­ლო­ბის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ყვე­ლა სარ­წმუ­ნო­ე­ბა და­ცუ­ლია და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი” – წერს ექსმი­ნის­ტრი.

  • ის ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­და­ვო კა­ნონპ­რო­ექ­ტის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი იმი­ტო­მაა რუ­სუ­ლი, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ე.წ. “სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის” გავ­რცე­ლე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

“2. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ ინი­ცი­რე­ბულ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც იმი­ტო­მაა რუ­სუ­ლი, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ე.წ. “სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის” გავ­რცე­ლე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. რუ­სუ­ლი სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტია/სა­ხელ­მწი­ფო კი­დევ გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს ჩა­მო­შო­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­სავ­ლე­თის მტრად წარ­მო­ჩი­ნე­ბის გზით. სა­ქარ­თვე­ლოს მარ­ტო და­ტო­ვე­ბა და გახ­ლე­ჩა/და­სუს­ტე­ბა ეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნია, და­მე­თან­ხმე­ბით.

3. რო­გორც იქნა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და აღ­ზრდი­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა. მათი პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა და მა­მუ­ლის აღ­ქმა, ბევ­რად უფრო ძლი­ე­რია ვიდ­რე ჩემს და კი­დევ უფრო ად­რე­ულ თა­ო­ბებს წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. შეც­დო­მა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­იყ­ვა­ნო მხო­ლოდ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და სიბ­ნე­ლე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, ესე­ნი კი­დევ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი კი­დევ ყვე­ლა­ზე მე­ტად მორ­წმუ­ნეა, რად­გან მას შეგ­ნე­ბით წამს უფ­ლის. წმინ­და და გვერ­დითმდგო­მი ეკ­ლე­სია კი­დევ მათ­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო გზა იყოს ტაძ­რის­კენ და უფ­ლის­კენ” – წერს მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე.

ექსმი­ნის­ტრი იხ­სე­ნებს, რომ მისი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნი­სას, გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან და­სავ­ლეთ­ში ის­მო­და კი­თხვა, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი, რა­ზეც ის პა­სუ­ხობ­და, რომ “შე­უძ­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ეკ­ლე­სი­ას აქვს უდი­დე­სი გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, იყოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მომ­ხრე 80%, თუ ამ გზას ეკ­ლე­სია არ უჭერს მხარს”.

“მე მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ეკ­ლე­სი­ის უმაღ­ლეს პი­რებ­თან და მსჯე­ლო­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე, და ეს მსჯე­ლო­ბა ყო­ველ­თვის იყო საგ­ნობ­რი­ვი და სა­ერ­თო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბით გან­მსჭვა­ლუ­ლი. გა­სულ წელს, პატ­რი­არ­ქის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა, კი­დევ ერთი მკა­ფიო დას­ტუ­რი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლის. და­მე­თან­ხმე­ბით, ბოლო ერთ წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია შე­იც­ვა­ლა ევ­რო­კავ­შირ­თან მი­მარ­თე­ბით და არა პი­რი­ქით. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და კრი­ტი­კუ­ლი მე­დია აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლი არ­სე­ბობ­დეს დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე, რო­გორც მთავ­რო­ბა­ზე, ასე­ვე ეკ­ლე­სი­ა­ზე. ისევ მთავ­რო­ბის და ეკ­ლე­სი­ის სა­კე­თილ­დღე­ოდ, რათა არ მოხ­დეს ძა­ლა­უფ­ლე­ბით ტკბო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა.

რაც შე­ე­ხე­ბა ლგბტ ცხოვ­რე­ბის წესს, ამ სა­კი­თხის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აც მთავ­რო­ბის მხრი­დან ხდე­ბა წმინ­და პო­პუ­ლის­ტუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის. დღეს, გან­ვი­თა­რე­ბულ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში, მე­მარ­ჯვე­ნე და მე­მარ­ცხე­ნე ხედ­ვე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ას და ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბას ვხე­დავთ, და ლგბტ თე­მაც ამ და­პი­რის­პი­რე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. თუმ­ცა, ეს არ არის ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას კრი­ტი­კუ­ლად აწუ­ხებს. ეს არ არის სა­კი­თხი, რომ­ლის მი­მარ­თაც ერ­თგვა­რო­ვა­ნი მიდ­გო­მა არ­სე­ბობს თუნ­დაც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, გარ­და ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა. ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის პო­პუ­ლის­ტუ­რი მიდ­გო­მის გა­რე­შეც, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მისი აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია და პრო­პან­გან­დი­რე­ბა უფრო მე­ტად ხდე­ბა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ცი­ით.

5. ევ­რო­კავ­ში­რის პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­ნა­წე­რი ე.წ. “ლგბტ პრო­პა­გან­დის” შე­სა­ხებ უკავ­შირ­დე­ბა მთავ­რო­ბის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ წა­მო­წყე­ბულ ან­ტი­ევ­რო­პულ პრო­პა­გან­დას, რომ­ლი­თაც ცდი­ლობს ევ­რო­პა და და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და­უ­კავ­ში­როს არა­პო­პუ­ლა­რულ თე­მებს, ისე­ვე რო­გორც პუ­ტი­ნი აკე­თებს ამას რუ­სეთ­ში, და ამით ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს პრო­ევ­რო­პულ გან­წყო­ბებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და არა პი­რი­ქით. კი­დევ ერთხელ გან­ვმე­ორ­დე­ბი, რად­გან ამ პუნ­ქტში გაქვთ ნახ­სე­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი – დღეს თუ ვინ­მე მსოფ­ლი­ო­ში იცავს ჩვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ეს არის აშშ და ევ­რო­კავ­ში­რი, ხოლო თუ ვინ­მე ებ­რძვის – არის რუ­სე­თი. ეს ძა­ლი­ან ცალ­სა­ხაა და მგო­ნი ამა­შიც და­მე­თან­ხმე­ბით.

6. სრუ­ლი­ად ვი­ზი­ა­რებ თქვენს პრი­ო­რი­ტე­ტებს: ოჯა­ხის სიწ­მინ­დე, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­რი­გე­ბა და ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, ეს ნამ­დვი­ლად მი­იღ­წე­ვა სრულ­ყო­ფი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა გა­დის და­სავ­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო და მენ­ტა­ლუ­რი ოკუ­პა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა­ზე და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე.ძალა ერ­თო­ბა­შია!” – წერს მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო