„ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდებზე, არა რუსულ კანონს“ — ანწუხელიძის ცოლის მიმართვა

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს.
მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ტექსტს:
„ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებიც ისედაც დიდ ტკივილს ვატარებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ:
· გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე, ჩვენს შვილებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც აწუხებთ საკუთარი მომავალი და აქვთ კონკრეტული შიშები ამ მომავლის სწორი, არჩეული მიმართულებით განვითარებასთან დაკავშირებით.
· მოგიწოდებთ, ნუ დაუპირისპირდებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და ნურც საზოგადოებას დააპირისპირებთ ერთმანეთთან. ეს არათუ განვითარებას არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას, არ მოიტანს არაფერ კარგს საქართველოსთვის.
· არა გაუგებარ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, მხოლოდ ს მოსაწონ კანონს!
· კი ევროპას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის, მომავალი თაობის არჩევანს! არა რუსულ კანონს“.
მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს, პირველ მაისს, მეორე მოსმენით სესიაზე მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ითვალისწინებს.
იმისათვის, რომ დეპუტატებმა თავისუფლად შეძლებოდათ საკანონმდებლო ორგანოს დატოვება, პარლამენტის ყველა ძირითად შესასვლელ ქუჩაზე ჩააყენეს სპეცრაზმი.
30 აპრილის საღამოს და 1 მაისის გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანოონს აპროტესტებდნენ.ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
· სანქციები და ურთიერთობების გადახედვა — 14 სენატორი ს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს
· არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში — არასამთავრობოები და მედიები
· 83 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მხარი II მოსმენით დაუჭირა | სია

ასევე დაგაინტერესებთ