უკრაინის გენშტაბი – უკრაინელებმა რუსული “სუ-25” ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით, რუსული „სუ-25“ პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს.
„პოკროვსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. მტერი მოიერიშე ჯგუფებისა და ტექნიკის გამოყენებით ცდილობს გაარღვიოს ჩვენი საბრძოლო განლაგება. არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის თებერვალში ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა 354 თვითმფრინავი დაკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ