ვენეციის კომისიის წევრი: “ქართულ ოცნებას” დასკვნაზე კომენტარები ვთხოვეთ, მაგრამ არ გვიპასუხეს

ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. 24-გვერდიან დასკვნაში დეტალურადაა განხილული ე. წ „უცხოეთის აგენტების კანონი“, მისი მიღების წინაპირობები, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და მისი მიზანშეწონილობა.
ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას კანონის უკან გაწვევის რეკომენდაცია მისცა, ვინაიდან მათი აზრით, ეს კანონი ბევრ, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების უფლებებს არღვევს.
“ამერიკის ხმა” ვენეციის კომისიის წევრს ამერიკიდან, დევიდ ქეის ესაუბრა, რომელიც ამავდროულად სამართლის პროფესორი და ვენეციის კომისიის დასკვნის თანაავტორია.
დევიდ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და თქვენი დროისთვის. ვენეციის კომისიის დასკვნამ საკმაოდ დიდი განხილვა გამოიწვია საქართველოში. ნება მომეცით, გკითხოთ ალბათ ყველაზე მთავარი – ვენეციის კომისია ამ კანონის გაწვევას ითხოვს, თუ მის შეცვლას?
უბრალოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის დასაშვებად, რომ აქ, ვენეციის კომისიაში რაღაც სხვა ხდება და არა მგონია, რომ ეს კომენტარები კეთილსინდისიერადა გაკეთებული
მის უკან გაწვევას. ვენეციის კომისია, როგორც ალბათ, თქვენ და თქვენმა მსენელებმა იცით, განიხილავს კანონებს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მასშტაბით. როდესაც ის კანონებს აფასებს, როგორც წესი, ავრცელებს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაცვლელი რაიმე იმისთვის, რომ [ეს კანონი] იყოს შესაბამისობაში, მაგალითად ადამიანის უფლებების კანონთან, კონსტიტუციონალიზმთან, ან დემოკრატიასთან. ზოგჯერ კანონი იმდენად ფართოდ პრობლემურია, რომ კომისია უბრალოდ მოითხოვს, რომ კანონი გაუქმდეს. სწორედ ეს მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ რეკომენდაცია სავსე იყო პოლიტიკური განცხადებებით და რომ ვიღაცამ აიძულა, ან დაარწმუნა ვენეციის კომისია დაეწერა, რომ საქართველოში გამჭვირვალობის ქონა კარგი არაა. რას იტყვით ამაზე?
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა წაიკითხოს, რა წერია ამ მოხსენებაში.
რა თქმა უნდა, ყველა არ წაიკითხავს ლეგალურად არგუმენტირებულ ნაწილს, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია, ნახონ, ზუსტად რა წერია. თუ კარგად შეხედავთ, ნახავთ, რომ ეს [რეკომენდაცია] კანონზეა ორიენტირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის საერთოდ არ არის ორიენტირებული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე. მაგალითად, ის იყენებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის კონტექსტში.
ამ პროცესში ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ რა თავისუფლებები დგება გამოწვევის წინაშე. ეს თავისუფლებებია: გამოხატვის, შეკრებისა და თავშეყრისი. ასევე – სამოქალაქო საზოგადოების უფლებები, ორგანიზაციების უფლებები, მოიზიდონ ფონდები და ა.შ ეს ყველაფერი უკვე ბევრი წელია, რაც ადამიანის ძირითად უფლებებადაა განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის მიერ.
იმაში, რაც [საქართველოს] მთავრობამ ხელახლა შემოიღო, ამ წლის დასაწყისში არ გამოიყენება სიტყვები უცხოეთის აგენტი, მაგრამ ეს ძალიან მსგავსია, გარკვეულწილად, უფრო მკაცრიც, ვიდრე რუსული კანონი.
ამავდროულად, სახელმწიფოებმა შეიძლება დააწესონ შეზღუდვები იმ მიზეზების გამო, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს იმას, რასაც ჩვენ განვიხილავთ კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის, ასევე ლეგიტიმურობის ჭრილში. [ვენეციის კომისიის] მოსაზრება ძალიან ფრთხილად განიხილავს ყველაფერს ამ ჩამონათვალის შესაბამისად და მაგალითად, უყურებს იმას, რა სათაური აქვს კანონს, აწესებს თუ არა ის სტიგმას ორგანიზაციებისთვის, ის განიხილავს დაფინანსების 20%-იან შეწყვეტას და მის შესაბამისობას ამ სტიგმატიზაციასთან და ა.შ. ასე რომ, ეს არ არის პოლიტიკური [შეფასება]. ეს არის ერთგვარი სამართლებრივი ანალიზი, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის უფლებათა [დამცველ] კანონმდებლობაზე.
როგორც უკვე გითხარით, საქართველოში ამ დასკვნამ დიდი განხილვა გამოიწვია და დაობენ იმაზე, რა თქვა, ან არ თქვა კომისიამ. ნათლად რომ ჩამოვაყალიბოთ, რა არის მთავარი რეკომენდაცია, რასაც ვენეციის კომისია საქართველოს აძლევს?
მთავარი რეკომენდაციაა კანონის უკან გაწვევა. როგორც იცით, [შეფასების] პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა. სხვა ეტაპზე რომ ვყოფილიყავით, გავცემდით რეკომენდაციას, რომ არ მიეღოთ კანონი, მაგრამ კანონი, როგორც იცით, ამ ფაზას უკვე გასცდა. ასე რომ, ახლა მთავარი თხოვნაა, კანონის უკან გაწვევა.
[კომისიის დასკვნა] კანონის იმ ელემენტებსაც განიხილავს, რომლებიც უკვე გარკვეულწილად იმ გზას ადგანან, რომ საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი გახდნენ და განმარტავს, რატომ არის თითოეული ეს ელემენტი, თითოეული დებულება, პრობლემური ადამიანის უფლებათა კანონმდებლობით.
მხოლოდ ერთი დებულება რომ იყოს პრობლემური, კომისია უბრალოდ იტყოდა, რომ დებულებები უნდა შეიცვალოს. მაგრამ, მოგეხსენებათ, ყველა დებულებას თავისი ღრმა, მძიმე პრობლემა გააჩნია – ამიტომ შეუძლებელი იყო, უბრალოდ გვეთქვა, რომ ოდნავ გადაეკეთებინათ კანონი.
ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდაციის გამოქვეყნებამდე, საქართველოს მთავრობა ამბობდა, რომ თუ იურიდიულ, ლოგიკურ არგუმენტებს მოისმენდა, მზად იყო ემუშავა ვენეციის კომისიასთან, ან სხვა საერთაშორისო ორგანოსთან ამ კანონზე. მიმართეთ თუ არა საქართველოს მთავრობას და გიპასუხეს თუ არა, სურთ თუ არა თანამშრომლობა? იმ კომენტარების მიხედვით, რაც მათ გააკეთეს, ჩანს, რომ ისინი თქვენს დასკვნას არ ეთანხმებიან.
ზოგჯერ კანონი იმდენად ფართოდ პრობლემურია, რომ კომისია უბრალოდ მოითხოვს, რომ კანონი გაუქმდეს. სწორედ ეს მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
ნამდვილად ასეა, ჩვენც მსგავსი შინაარსის კომენტარები ვნახეთ. სინამდვილეში, პროცესი ქვეყნების სასარგებლოდ მიმდინარეობს. ვენეციის კომისიაში 60-ზე მეტი ქვეყანა და მათი წარმომადგენელი შედის. ყოველ მათგანს თავისი ქვეყანა ნიშნავს და შემდეგ ისინი ასეთი ტიპის განხილვებსა და რეკომენდაციებში იღებენ მონაწილეობას. როგორც ორგანიზაცია, ჩვენ ძალიან მგრძნობიარენი ვართ ქვეყნების საჭიროებებისადმი, რომ მათ ჰქონდეთ მიზეზები კონკრეტული კანონის მისაღებად და რომ არსებობდეს დიალოგი ამ მიმართულებით..
რაც შეეხება ამ კონკრეტულ დასკვნას [საქართველოსთან მიმართებაში]- ვენეციის კომისიას აქვს სამდივნო, რომელიც ორგანიზებას უწევს მოლაპარაკებებს. მან მოაწყო საუბრების სერია [საქართველოს] მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვებთან. ასე რომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მტკიცე საუბრები საქართველოში შესაბამის აქტორებთან.
როგორც კი მოსაზრება შემუშავდა, საბოლოო ვერსია გაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას კომენტარისთვის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ვფიქრობ, მათმა საჯარო განცხადებებმაც ამაზე მიუთითა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას რომ ჰქონოდა კომენტარები, რომლებიც სპეციფიკური იქნებოდა და რომელთა გათვალისწინებაც ვენეციის კომისიას შეეძლებოდა, ასეც ვიზამდით. მაგრამ, მათ არანაირი კომენტარი არ გამოუგზავნიათ.
თუ სწორად გავიგე, ნათლად რომ ვთქვათ- საქართველოს მთავრობას ჰქონდა დრო, რომ თქვენთვის ეპასუხა რეკომენდაციებზე, მაგრამ მათ უარი თქვეს და ამის შემდეგ გამოაქვეყნეთ დასკვნა საჯაროდ. ასეა?
პროცესი ასეთია – ჯერ ხდება დასკვნის პირველი ვერსიის დაწერა, შემდეგ მას ეთანხმება ყველა, ვინც საჭიროა, რომ დაჩქარებული მოსაზრების დროს მას დაეთანხმოს კომისიაში. ეს უფრო სწრაფი პროცესია, ვიდრე სხვა ტიპის დასკვნების გამოქვეყნებისას. როდესაც პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა ვენეციის კომისიაში, ის გადაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას და მათ დაუსვეს კითხვა – სურდათ თუ არა რაიმე კომენტარის გაკეთება?
ეს არ არის ძალიან დიდი დასკვნა, ამიტომ მასზე პასუხს დიდი დრო არ უნდა დასჭირვებოდა. ჩემი ინფორმაციით, ისინი [“ქართული ოცნება”] არ გამოგვეხმაურნენ, ან გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ კომენტარები. მათ ერთი სრული დღე ჰქონდათ საპასუხოდ, მაგრამ არჩიეს, ასე არ მოქცეულიყვნენ. ასე რომ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობას ჰქონდა შანსი რომ ეპასუხა და ამაზე უარი თქვა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა.
ხედავთ თუ არა ქართულ ე.წ “უცხოეთის აგენტების” კანონსა და სხვა ქვეყნების კანონებს შორის მსგავსებას? რა თქმა უნდა, ამას გეკითხებით, რადგან ბევრჯერ ითქვა, რომ ის ძალიან ჰგავს რუსულ კანონს.