Reuters – გერმანია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყებისთვის მზადაა

გერმანია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებისთვის მზადაა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
”ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ვსაუბრობთ გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალზე და არა თავად აქტივებზე”, – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თავის მხრივ, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ გამოყენებული იქნება ს ფედერაციის აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის აქტივები „ხელშეუხებელი რჩება“.
„ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა სახელმწიფო იმუნიტეტი, დაცული იქნება“, – ციტირებს მას Reuters-ი.
ცნობისთვის, 24 -25 მაისს იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მინისტრები შეეცდებიან, რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ.