რუსეთის დუმის დეპუტატი – ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება, შეიძლება, სასარგებლო იყოს ქვეყნისთვის

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება სასარგებლო ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის, რადგან ეს საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჩამოართვას, – ამის შესახებ ს სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ლუგოვოიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი მტკიცებიით, საკამათო კანონის ქართული ვერსია უფრო ლოალურია უცხოელი აგენტების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
„თუ განათლებული ადამიანები ამას ვერ ხედავენ, მაშინ, დიდი ალბათობით, ისინი ანგლო-საქსების წაქეზებით მოქმედებენ და საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტებია“, – თქვა ლუგოვოიმ.
მისი მტკიცებით, საქართველოს მოსახლეობაში რუსეთის მიმართ სიძულვილი არ არსებობს და რომ რუს ტურისტებს საქართველო იზიდავთ.
„რუსებს უყვართ ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო, ქართული ღირსშესანიშნაობები და გარდა ამისა, ჩვენ ერთიანი მართლმადიდებლური რელიგია გვაერთიანებს. ახლა ქართველებს შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ, როგორ იქცევა რუსეთი ბოლო წლებში და როგორ იქცევიან ეს არამეგობრული ქვეყნები. ვფიქრობ, ახლა ამ ქვეყნის მოქალაქეები დაინახავენ უპატივცემულო დამოკიდებულებას მათ მიმართ და მათი სუვერენიტეტის მიმართ“, – განაცხადა ლუგოვოიმ.