ენტონი ბლინკენი ამერიკული იარაღის რუსეთზე ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებაზე – უკრაინას მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება

-ს ს ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით თავდასხმებისთვის მხარი არ დაუჭერია, მაგრამ ს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაკკოლიმ განაცხადა, რომ რუსული ძალები მთელ არტილერიას და რაკეტებს პირდაპირ უკრაინის საზღვარზე ათავსებენ, რომელსაც შემდეგ უკრაინელებზე თავდასხმისთვის იყენებენ.
”თუმცა, თქვენმა ადმინისტრაციამ და ჯეიკ სალივანმა შეზღუდეს იარაღის გამოყენება, რათა უკრაინამ ვერ შეძლოს თავის დაცვა და რუსეთისთვის საპასუხო ცეცხლის გახსნა”, – აღნიშნა მაკკოლიმ.
საპასუხოდ ბლინკენმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა გააერთიანა 50 ქვეყანა უკრაინის დასაცავად და მისთვის აუცილებელი იარაღის მიწოდების მიზნით.
“როცა საქმე ეხება უკრაინის ფარგლებს გარეთ თავდასხმების დაშვებას და მხარდაჭერას, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ უკრაინას მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება და მე მინდა დავრწმუნდე, რომ ის მიიღებს იმ აღჭურვილობას, რომელიც მას სჭირდება ეფექტური თავდაცვისთვის“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ