ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი ინარჩუნებს პოლიტიკურ ნებას, აზერბაიჯანთან უახლოეს თვეებში სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აზერბაიჯანთან მშვიდობის დასამყარებლად მზად არის.
„სომხეთი ინარჩუნებს პოლიტიკურ ნებას, აზერბაიჯანთან უახლოეს თვეებში სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სამშვიდობო პროცესზე უარყოფითად მოქმედებს მხარეებს შორის უნდობლობა. ამასთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა ხელშეკრულების ტექსტში არსებული შეუსაბამობების დაძლევისა და ხელმოწერის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების შექმნის მექანიზმის მნიშვნელობას.
ფაშინიანი ირწმუნება, რომ მისი მთავრობა და პირადად ის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის დიპლომატიური მუშაობის გააქტიურებას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება