ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა

იანვარში გაუპატიურების ბრალდებით გასამართლებული ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი დანი ალვეში ციხიდან 1 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე გაათავისუფლეს.
ის ბარსელონას ღამის კლუბში გაცნობილი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 2023 წლის იანვარში დააკავეს, 2024 წლის თებერვალში კი ოთხწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სასამართლომ ალვეშის ადვოკატის ინეს გვარდიოლას აპელაცია დააკმაყოფილა. 40 წლის ალვეშს ბრაზილიის და ესპანეთის პასპორტები ჩამოართვეს, რათა სხვა ქვეყანაში გამგზავრება ვერ მოახერხოს. ყოფილ ფეხბურთელს აგრეთვე დაზარალებულთან ურთიერთობა და მასთან ერთი კილომეტრის მანძილზე მიახლოება აეკრძალა.
La Vanguardia-ს ცნობით, ალვეშის საბანკო ანგარიშების უმეტესობა დაყადაღებულია და მისმა ოჯახმა ფულის სესხება ნეიმარს სთხოვა. ნეიმარი ადრე მას დაეხმარა, როდესაც სასჯელის შესამსუბუქებლად დაზარალებულს 150 ათასი გადაუხადა. "მარკა" იტყობინება, რომ ამჯერად 1 მილიონის გირაოს სახით ნეიმარის მამამ გადაიხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.