არქივი15 ოქტომბერი, 2024, 16:24
ნდობა გაბიას - "მილანი" გუნდის მცველს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბირიციო რომანოს ინფორმაციით, "მილანი" გუნდის მცველ მატეო გაბიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ცნობა ფეხბურთელის აგენტმა ტულიო ტინტიმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ "როსონერისთან" მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს.
24 წლის ცენტრალური მცველი სავარაუდოდ, შრომით ხელშეკრულებას 2029 წლამდე გააგრძელებს. მატეო გაბიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი (თანაც რა გოლი და ვის წინააღმდეგ) გაიტანა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.