ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო ჩხეიძე: დასანანი რა,… ტრაგიკულიც კია

ნატო ჩხეიძე: დასანანი რა,… ტრაგიკულიც კია
"სერიიდან:
აბა შეხედეთ
საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს პრეტენზია, რომ გამოხატავს საზოგადოების აზრს და რომ არის ნეიტრალური და ამის სადემოსტრაციოდ დაგვპირდა, რომ წარმიგვიდგენდა ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტთან.
დღევანდელი ინტერვიუ პრეზიდენტთან არ იძლეოდა ამ პრეტენზიის დადასტურების საშუალებას.
ინტერვიუერის ტონი, მოუთმენლობა, სიტყვის შეწყვეტინების სიხშირე და კითხვების არსი არ განსხვავდებოდა ოფიციოზის პროპაგანდისტი ტელევიზიების სულისკვეთებისგან.
ეს არის სწორედ საზოგადოებრივი ტელევიზიის ზადი - მსგავსება ოფიციოზთან და არა საზოგადოებასთან.
ოფიციოზის და საზოგადოების ინტერესები კი ყველაზე დემოკრატიულ მმართველობაშიც კი განსხვავდება და მით უფრო ისეთში, როგორიც ჩვენშია, - ავტორიტარიზმი მიდრეკილი უხეირო დიქტატურისაკენ.
და რა დასანანია რომ ჩვენში ჯერ კიდევ ვერ არის ჩამოყალიბებული მაღალი რანგის პირებთან საუბრის ტექნიკა და კულტურა, - ქვეყნისთვის თუ არსებული ვითარების მნიშვბელივანი საკითხების და ასპექტების გამორჩევის, გააზრების და გამოსავლის ძიების სურვილი და არა კირკიტი უკვე ათასჯერ გადაღეჭილ თემებზე.
დასანანი რა,… ტრაგიკულიც კია," -  წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.