არქივი15 ივნისი, 2024, 17:09
"ნატო ვაჩნაძის პრემია'' გადაეცა ქალბატონ მზექალა შანიძეს
ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისთვის;
მუდამ ღირსეული და უკომპრომისო მოქალაქეობრივი და პროფესიული ღვაწლისთვის;
ჩვენი კულტურული ფუძის, ქართული ენის კვლევის და ქართულ მეცნიერებაში ახალი სიტყვის დამკვიდრებისთვის;
ფილოლოგთა მრავალი თაობის აღზრდისათვის;
ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით
"ნატო ვაჩნაძის პრემია'' გადაეცა ქალბატონ მზექალა შანიძეს.
პრემიის მხარდამჭერია გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.
სურათების ავტორი George Kolbaia



არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.