არქივი15 ივლისი, 2025, 00:30
ნანა საჯაია: წყაროები ადმინისტრაციაშიც და კონგრესშიც გვეუბნებიან რომ უნდა ველოდეთ ...

Fox News-ის ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი ნანა საჯაია:
სამ რამეს ველოდებით ამ კვირას. ოფიციალურად დადასტურებული არც ერთი არაა, მაგრამ წყაროები ადმინისტრაციაშიც და კონგრესშიც გვეუბნებიან რომ უნდა ველოდეთ:
1. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას უკრაინისთვის გადასაცემი იარაღის ნატოსთვის მიყიდვის შესახებ. ამ თემაზე დღეს და ხვალ ვაშინგტონში იქნება ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
(ფორმულით - ამერიკა იარაღს მიყიდის ნატოს, ნატო გადასცემს უკრაინას).
2. სენატორების ლინდსი გრამის და რიჩარდ ბლუმენტალის “რუსული სანქციების” კანონის დამტკიცებას (ცვლილებებით, რომელიც პრეზიდენტს მომავალში მათი მოხსნის საშუალებას მისცემს)
3. გადაწყვეტილებას სანქცირებული/გაყინული რუსული ქონების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.
ესაა 3 დიდი თემა. დეტალები და ტექნიკური საკითხები თეთრ სახლს და სენატს შორის ამ უქმეებზეც თანხმდებოდა.
More to come…
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.