ნათია თურნავა საქართველოს მხრიდან IMF-ის, BSTDB-ის მმართველად და EBRD-ის ალტერნატიულ მმართველად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და „შავიზღვისპირა ქვეყნების ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) მმართველად, ხოლო „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა“ (EBRD) ალტერნატიულ მმართველად დაინიშნა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
„ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მიმდინარე წლის 7 თებერვალს დაინიშნა. 2023 წლის ივნისიდან კი სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.
ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს იკავებს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“