“მსოფლიომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს კონფლიქტის შესაჩერებლად” | ჩინეთის უმაღლესი დიპლომატი არაბული ქვეყნების ოფიციალურ პირებს შეხვდა

“მსოფლიომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს ღაზაში კონფლიქტის შესაჩერებლად”, – ამის შესახებ, CNN-ის ცნობით, ორშაბათს, ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა არაბული და მუსლიმი ქვეყნების უმრავლესობის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას თქვა.
“საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს და მიიღოს ქმედითი ზომები ამ ტრაგედიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ჩინეთი მტკიცედ დგას სამართლიანობის მხარეს ამ კონფლიქტში”, – განუცხადა ვანგმა სტუმრად მყოფ ლიდერებს, მოლაპარაკებებამდე შესავალ სიტყვაში, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა ჩინეთის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
შეხვედრაზე, სტუმრად მყოფმა მინისტრებმა, ასევე გამოთქვეს ძლიერი სურვილი კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ. ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისილ ბინ ფარჰან ალ საუდმა თქვა: “მესიჯი ნათელია: ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე და დაუყოვნებლივ მივაწოდოთ დახმარება”.