მსახიობი კრისტიან ოლივერი 2 ქალიშვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა

კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ახლოს კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად პილოტი და სამივე მგზავრი დაიღუპა.
თვითმფრინავის ბორტზე გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი და მისი ორი ქალიშვილი – 10 წლის მადიტა და 12 წლის ანიკა იმყოფებოდნენ. მგზავრები სანტა სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროდან სანტა ლუსიისკენ მიფრინავდნენ.
ოლივერი 90-იან წლებში გერმანულ სერიალებსა და ფილმებში თამაშობდა. 2002-2004 წლებში სამშობლოში პოპულარობა მოუტანა სერიალ Cobra 11-ში შესრულებულმა როლმა, მოგვიანებით კარიერა აშშ-ში გააგრძელა.
სხვადასხვა დროს ოლივერს შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში The Good German, Speed Racer, Valkyrie, The Three Musketeers, Sense8, Indiana Jones 5.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”