მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას – რუსეთის საგარეო უწყება

მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას, კონფისკაცია გაუწიონ საზღვარგარეთ არსებულ რუსულ უძრავ ქონებასა და აქტივებს, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
„რუსეთის ფედერაციის ქონების ამოღება არამართლზომიერია და არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას“, – აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, მათივე თქმით, „კოლექტიური დასავლეთის“ ქვეყნები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ რუსული უძრავი ქონებისა და სხვა აქტივების კონფისკაციას გარდაუვლად მოჰყვება ადეკვატური და ეფექტური ზომები.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს და გაყინეს მათ ბანკებში არსებული რუსული აქტივები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება