ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს - დანიგანმა

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, - თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
"არჩევნები დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
ყველა მოქალაქეს უნდა სჯეროდეს იმის, რომ მათი ხმა სწორად დაითვლება და შეუძლიათ, თავისი ლიდერები აირჩიონ [...] განსაკუთრებით, ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს.
ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ეუთოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ეუთოს სადამკვირვებლო მისიაშიც შევიტანთ წვლილს", -განაცხადა დანიგანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.