ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მისი გულისთვის კადიროვი მზადაა... გაიქცეს". რა ხდება კადიროვსა და პუტინს შორის?

„მისი გულისთვის კადიროვი მზადაა... გაიქცეს". რა ხდება კადიროვსა და პუტინს შორის?

ვლადიმირ პუტინისა და რამზან კადიროვის ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა.

გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის“ ("Важные истории") ცნობით, ამის მიზეზი გახდა ჩეჩნეთის ლიდერის საიდუმლო მოლაპარაკებები არაბულ ქვეყნებთან, რომლებთანაც კადიროვი სავარაუდოდ განიხილავს თავისი ოჯახის უსაფრთხოებისა და აქტივების გადარჩენის გარანტიებს.

„რამზან კადიროვის ახლო აღმოსავლეთის მონარქიებთან მოლაპარაკებების შესახებ ვლადიმირ პუტინს ფსბ-ს (ФСБ - რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) თანამშრომლებმა მოახსენეს“, - წერს „ვაჟნიე ისტორიი“ სპეცსამსახურის ყოფილ თანამშრომელზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, ჩეჩნეთის ლიდერი ცდილობდა ფედერალური ცენტრისათვის დაემალა თავისი გახშირებული კონტაქტები სხვა სახელმწიფოებთან.

გამოცემის მიხედვით, სავარაუდოდ კრემლის უკმაყოფილების გამოძახილია ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში განხორციელებული საკადრო ცვლილება: 2025 წლის თებერვალში ვიცე-პრემიერის პოსტი დატოვა რამზან კადიროვის 26 წლის ქალიშვილმა აიშატმა, რომელიც, ოფიციალური განცხადების თანახმად, ნებაყოფლობითი გადადგა. გარდა ამისა, როგორც "ვაჟნიე ისტორიის" წყაროები ამტკიცებენ, ჩეჩნეთის ლიდერის უახლოეს თანამებრძოლს, სახელმწიფო დუმის დეპუტატს, ადამ დელიმხანოვსაც უბრძანეს, არ ჩაერიოს არანაირ "ძალისმიერ გარჩევებში, რა თანხაც არ უნდა იდოს ფსონად".

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.