არქივი17 აგვისტო, 2024, 20:30
"მინდა, რომ ეს ფილმი მივუძღვნა ქართული კინოს საზოგადოებას, რომელიც სავსეა ნიჭიერი ადამიანებით, თუმცა ახლა ძალიან რთული დროა..."
ტატო კოტეტიშვილის ფილმი „წმინდა ელექტროენერგია” ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, CONCORSO CINEASTI DEL PRESENTE-ზე ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა. კოტეტიშვილმა ჯილდო ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ ბოიკოტში მყოფ ქართული კინოს საზოგადოებას მიუძღვნა.
„მინდა, რომ ეს ფილმი მივუძღვნა ქართული კინოს საზოგადოებას, რომელიც სავსეა საინტერესო და ნიჭიერი ადამიანებით, თუმცა ახლა ძალიან რთული დროა, რადგან ქართველი რეჟისორების დიდი ნაწილი ბოიკოტში იმყოფება ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ და მათ არავინ უსმენს. სწორედ ამიტომ ბევრი მნიშვნელოვანი ფილმის გადაღება ვერ ხდება. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე კარგი შედეგით დასრულდეს და შევძლებთ მეტი კარგი ქართული ფილმის ნახვას", - განაცხადა მან.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.