“მილიონერი ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, სანამ ჩვენი ეკონომიკის აყვავებას შეუდგებოდა, სანამ არაბული ქალაქების აშენებას ხსნად და განვითარებად შერაცხავდა, შემდეგ კი, ამავე ხელშეკრულებას კომერციულ საიდუმლოებად გამოაცხადებდა…”

“მილიონერი ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, სანამ ჩვენი ეკონომიკის აყვავებას შეუდგებოდა, სანამ არაბული ქალაქების აშენებას ხსნად და განვითარებად შერაცხავდა, შემდეგ კი, ამავე ხელშეკრულებას კომერციულ საიდუმლოებად გამოაცხადებდა:
მანამდე უკრაინელი მილიარდერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გაერთიანების შემწირველი იყო.
■ 2016 წელს, ჩერნოვეცკის პარტიას 63,576 ლარი შესწირა.
■ მისმა ძმამ კი – 118 247 ლარი.
კიევის ყოფილ მერზე, (2006-2012 წლებში) მილიარდერ ჩერნოვეცკიზე, უკრაინაში ძებნა იყო გამოცხადებული. სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.
გარდა პარტიის გაძლიერებისა, ქვრივიშვილს მის ფაქტობრივ მისამართზე, ლეონიდ ჩერნოვეცკის შვილი, სტეპან ჩერნოვეცკი ჰყავს ჩაწერილი.
სტეპანი რამდენიმე წლის წინ დააკავეს ესპანეთში. ფულის გათეთრების ქსელის ხელმძღვანელობის და ორგანიზებული დანაშაულებრივ საქმიანობის ბრალდებით.
35 წლის მილიონერი მინისტრი ფლობს:
● 826 200 ლარის ღირებულების 4 ბინას
● 376 000 ლარის მიწის ნაკვეთებს
● მილიონ ლარზე მეტის ანაბარი
● 162 000 ლარიან ავტომობილს
● 60 000 ლარის როლექსის 2 საათს
● 30 000-მდე ლარის სამკაულებს ” – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს