არქივი14 ოქტომბერი, 2024, 12:38
"მიეცით შანსი ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს!" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისთვის ახალი იდეა წამოაყენა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ადგილობრივი სერია A- ფეხბურთელებით უნდა კომპლექტდებოდეს და არა საზღვარგარეთ მყოფი მოთამაშეებით. მისი აზრით, ბრაზილიაში მოთამაშე ფეხბურთელებს შანსი უნდა მიეცეთ.
"ჩვენს სერია A-ს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში წასულებზე უარესები არ არიან, ეროვნული ნაკრები შეიძლება ადგილობრივი ფეხბურთელებისგან ჩამოყალიბდეს.
მიეცით შანსი მათ, ვინც არსად წასულა", - ციტირებს 78 წლის და სილვას Sportskeeda.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.