“მელიას და გვარამიას საქმე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამომრჩევლის გაყოფა იქნება?”– მეტრეველი

ცალკე ქმნის პარტიას, ცალკე . შეიძლება ერთადაც შექმნანო, მაგრამ ეს არაა ახლა მთაავრი. მთავარია, რისი შეცვლა შეუძლიათ მათ, ან შეუძლიათ კი საერთოდ რამის შეცვლა ქართულ პოლიტიკაში?
რამე რომ შეცვალო, ან „ოცნებას“ უნდა ართმევდე ამორჩეველს, (რომ მან უმრავლესობის ასაღებად საკმარისი ხმები ვერ მოაგროვოს), ან მინიმუმ ე. წ. შუაშისტები, გადაუწყვეტელები და ხელჩაქნეულები მიიმხრო და არჩევნების დღეს სახლებიდან გამოიყვანო. ამ ორიდან რომელი მისიის შესრულება ხელეწიფებათ მათ, იმ ფონზე, როდესაც ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, მეორე კი ჯერ პროკურორი და მერე ამ პარტიის მთაავრი რუპორი? თუ, უბრალოდ, მათი მთავარი საქმე საბოლოოდ ისევ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამომრჩევლის გაყოფა იქნება?
მე სწორი პასუხი მეორე ვარიანტი მგონია. თქვენ?